დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს.
თავად ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.
ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი, მათ შორის 31 ბრალდება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონო შენახვას ეხება.
ასევე, ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტებისა და ჩანაწერების დამალვა.
ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები დღეს გასაჯაროვდა. მათი მიხედვით, ექსპრეზიდენტი საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს სახლის სამეჯლისო დარბაზში, აბაზანაში, საძინებელში, ოფისსა და საწყობში ინახავდა. საბრალდებო დასკვნაში შესაბამისი ფოტოებც დევს:
საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საიდუმლო დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვისა და ბირთვული შესაძლებლობების შესახებ.
ბრალდების მიხედვითვე, ტრამპმა საიდუმლო დოკუმენტები გარეშე პირებს ორჯერ აჩვენა