რუსეთი ოდესას დრონებით თავს დაესხა - არის მსხვერპლი და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

10 ივნისის ღამეს რუსეთი უკრაინის ქალაქ ოდესას შაჰიდის დრონებით თავს დაესხა. უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა თავდასხმის დროს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. 

რუსეთის თავდასხმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესაზე თავდასხმის დროს ყველა დრონი გაანადგურეს.

საჰაერო ბრძოლის შედეგად ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები მაღალსართულიან ბინას მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ხანძარი 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც უკვე  ლიკვიდირებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი