ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ, ამაზონის ჯუნგლებში 4 ბავშვი ცოცხალი იპოვეს

გამოქვეყნდა:

კოლუმბიაში, ამაზონის ჯუნგლებში ოთხი ბავშვი, რომლებსაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხლები იპოვეს.

ბავშვები 13, 9, 4 და ერთი წლის არიან, ისინი ბორტზე დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში 1 მაისს ჩამოვარდა. ის  არარაკუარადან, ამაზონის პროვინციაში, სან ხოსე დელ გუავიარეში, მიფრინავდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავის გაუმართაობაა. 

ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გადარჩენილი ბავშვების დედა.

მაშველები ბავშვებს მაისის თვიდან ეძებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი