
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, რუსებს დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე მცხოვრებლები გაჰყავთ.
"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილის დასახლებაში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთი დანაშაულის შედეგების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. კერძოდ, დატბორილი დასახლებიდან ევაკუაცია დაუშვას მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე პირებზე", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 ივნისს რუსეთმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა. ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას დასავლეთში ომის დანაშაულად და ტერორისტულ აქტად აფასებენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს, მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ კიევმა "საბოტაჟი მოაწყო".