
ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც წყალდიდობისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ - ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ დაბომბა ხერსონის საზღვაო ოლქი, რის შედეგადაც მოხალისეები დაიჭრნენ.
"რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის, ისინი მოხალისეები არიან, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ", - წერს პროკუდინი.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.