ანკარაში ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ელმადაღის რაიონში, მანქანათმშენებლობისა და ქიმიური მრეწველობის (MKE)  ქარხანაში აფეთქება მოხდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 5 მუშა დაიღუპა რამდენიმე კი დაშავდა.

აფეთქება ქარხანაში 10 ივნისს დილით მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქებამდე ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი