კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო მოულოდნელად კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მასთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდიც.

ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრუდო უკვე იმყოფებოდა უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მემორიალთან და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი