"ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ" - კობახიძე სტუდენტებზე, რომლებმაც რუბლები დაუყარეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების პროტესტი "ფორმულას" მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.

კობახიძემ ახალგაზრდებზე კიდე ერთხელ თქვა, რომ მათ "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ".

"აქ არ იყვნენ სტუდენტები, ეს ერთი, იყო ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, სადაც იყო ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ორიოდე დღის წინ პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ აქციას აწყობდა პარლამენტის წინ, არაფერ შუაში არ არიან სტუდენტები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ, მათ შორის, პოლიტიკურიც. როცა ხარ ნაცი, გირჩელი და ა.შ. ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები სწორ გზას დაადგნენ, ისინი ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და მათი ყველანაირი ორიენტაცია არის საერთოდ გამოსასწორებელი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი სწორ ჩარჩოებში მოვაქციოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, თსუ-ის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად, ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი კობახიძემ ტერმინი - "ორიენტაციაარეული" მარტის აქციების შემდეგაც გამოიყენა და ამ სიტყვით მან ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი