
მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისევ "ქართული ოცნება" მოიგებს და ის ყველა ოპოზიციურ პარტიას "მეორე ადგილისთვის ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს".
კობახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები არა "ქართულ ოცნებას" არამედ ერთმანეთს ებრძვიან.
"ყველა ოპოზიციურ პარტიას წარმატებას ვუსურვებ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ყველას ვუსურვებ, რომ 1%-დან ავიდნენ 2-ზე, 2-დან 3-ზე. ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა, ეს მათი საქმეა - ერთმანეთში კონკურენცია. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის, ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ აიღონ პირველი ადგილი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამის არავითარი შანსი არ აქვთ, ისინი ებრძვიან ერთმანეთს მეორე ადგილისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.