ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება - "ენერგოატომი"

გამოქვეყნდა:

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ იტყობინება, რომ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე [ZNPP] გამაგრილებელ აუზში წყლის დონე სტაბილურია.

"იმისდა მიუხედავად, რომ მტრებმა ააფეთქეს კახოვკას ჰიდროელექტროსადგური, სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ქვეშაა.

ZNPP-ის გამაგრილებელ აუზში წყლის დონე სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ძირი გამოუთხარეს კახოვკას ჰესის კაშხალს, ვითარება რჩება სტაბილური და კონტროლის ქვეშ " -იტყობინება "ენერგოატომი".

კომპანიამ დასძინა, რომ 10 ივნისს, დილის 08:00 საათისთვის, ატომურ ელექტროსადგურზე, გამაგრილებელ აუზში წყლის დონე 16,67 მ იყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი