
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების ანალიზს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზოგიერთ რაიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარეს აღმოსავლეთსა და სამხრეთში;
ზოგიერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს და გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი. სხვა სფეროებში უკრაინის პროგრესი უფრო ნელი იყო;
რუსული მხარის ქმედებები არ შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც წარმატებულად ან წარუმატებლად. ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი ახორციელებს ეფექტურ თავდაცვით მანევრებს; ზოგი კი „უწესრიგოდ ტოვებს თავიანთ პოზიციებს“;
გახშირდა ცნობები რუსეთის ჯარებს შორის უკანდახევის დროს საკუთარ დანაღმულ ველებზე აფეთქების გამო დანაკარგების შესახებ;
რუსეთის საჰაერო ძალები უჩვეულოდ აქტიურობენ სამხრეთ უკრაინაში, სადაც საჰაერო სივრცე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში, მაგრამ იყო თუ არა მათი საჰაერო დარტყმები ეფექტური, ჯერ კიდევ გასარკვევია." ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.