უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის ფრონტზე კიდევ 1 400 მეტრით წინ წაიწიეს - ჩერევატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერჰეი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღის განმავლობაში ბახმუტის ფრონტის სხვადასხვა ნაწილში 1 400 მეტრამდე წინსვლა შეძლეს.

"საერთო ჯამში, [ერთ დღეში] მოხდა 6 საბრძოლო შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 138 ოკუპანტი მოკლეს, 236 დაიჭრა, ერთი კი ტყვედ აიყვანეს", - თქვა ჩერევატიმ.

მისივე თქმით, რუსები თავდაცვას აძლიერებენ და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას, მაგრამ ვერ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი