„როდესაც ამბობთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ამბავს „ფორმულაც“ ესწრებოდა, შეცდომას უშვებთ, რადგან „ფორმულა“ თავად ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი გაეცათ. ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ“
აცხადებს მამუკა მდინარაძე დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც კობახიძეს ლექციის შემდეგ სტუდენტებმა რუსული რუბლები თავზე გადააყარეს.