ოლაფ შოლცის თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბარს აპირებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში პუტინთან სატელეფონო საუბარს აპირებს. მედიის ცნობით, ოლაფ შოლცმა ამის შესახებ ნიურნბერგში, პროტესტანტული ეკლესიების ყრილობაზე განაცხადა - ”მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე”, - თქვა შოლცმა.

მისივე თქმით, რუსეთის ჯარების გაყვანა, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის საწინდარია - "ეს არის ის, რაც უნდა გავიგოთ“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

შოლცის გამოსვლის დროს, აუდიტორიიდან, დროდადრო „მოლაპარაკების“ შეძახილები ისმოდა, რაზეც საპასუხოდ შოლცმა აღნიშნა: "მოლაპარაკებები ნორმალურია. საკითხავია ვინ ვისთან და რაზე აწარმოებს მოლაპარაკებას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი