აღმოსავლეთ ყაზახეთში ტყის ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ხუთშაბათს, 8 ივნისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი 60 ათას ჰექტარზე გავრცელდა.