ხორვატიის პოლიციამ ადრიატიკის პორტში 21 მლნ დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო , - ინფორმაციას
Reuters ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პოლიციამ პორტიდან კონტეინერებში დამალული 745 კგ კოკაინი ამოიღო. არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკი სავარაუდოდ სამხრეთ ამერიკიდან შევიდა.