კრემლის სამიზნე ამჯერად საქართველოს საავტორო ბაზარია - ინტელექტის ოკუპაცია ტერიტორიების პარალელურად

გამოქვეყნდა:

ტერიტორიების პარალელურად რუსეთი საქართველოში ინტელექტის ოკუპაციასაც ცდილობს. კრემლის სამიზნე საქართველოს საავტორო ბაზარიც გახდა. ამ სფეროში გავლენების გაძლიერებას ცდილობს რუს ავტორთა საზოგადოება ,,რაო’’-ს შვილობილი ორგანიზაცია ,,საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია გერა’’. საქართველოში კი უკვე არსებობს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია’’ და კანონი მეორეს შექმნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ორგანიზაცია ,,გერა’’ 2019 წელს დაფუძნდა, მას შემდეგ რაც რუსეთის ორგანიზაცია ,,რაოს’’, თანამშრომლობაზე უარი უთხრა საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი