კანდიდატის სტატუსი, თუ გადავადება - დროის ათვლა დაიწყო, ხელისუფლებამ რეკომენდაციები უახლოეს კვირებში უნდა შეასრულოს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებისთვის'' დროის ათვლა უკვე დაიწყო. თუ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად სურს ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მაშინ უახლოეს კვირებში ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. 

ევროპა საქართველოსგან რეფორმების გატარებას ითხოვს. ამას ადასტურებს გერმანიაში ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის დახურული და მოულოდნელად დაგეგმილი შეხვედრაც. ამას წინ უსწრებდა ასევე გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები თბილისში. 

როგორც ჩანს დასავლეთი, შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ფიქრობს, რომ დროულად და ეფექტურად უნდა იმოქმედონ. 

კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას 212-ე საკნიდან გამოეხმაურა ნიკა გვარამია. მისი აზრით საქართველოს, ერთი წლით გადაუვადებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არჩევნებს დაუკავშირებენ და დაელოდებიან რეალურად იმსახურებს თუ არა ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი და შეუძლია თუ არა ქართველ ხალხს დაიცვას დემოკრატია. თუ ეს შეძლო ქვეყანამ, მაშინ გვარამიას აზრით საქართველო უფრო მეტს მიიღებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი