კახოვკას ჰესის აფეთქების გამო, ნიკოპოლთან სარკინიგზო გზა ჩამოიშალა

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის ოლქში, კახოვკას ჰესის აფეთქების  შედეგები ნელ-ნელა ვლინდება.

ნიკოპოლის მახლობლად, სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა, რამაც სარკინიგზო გზა მწყობრიდან გამოიყვანა. 

წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ შედეგებს ოკუპანტები უარყოფენ და პასუხისმგებლობას უკრაინელებს აკისრებენ. 

უკრაინელების თქმით, სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას დაახლოებით სამი დღე დასჭირდება. 

იმ რეისების ჩასანაცვლებლად, რაც ამ სარკინიგზო გზით სრულდებოდა, მგზავრებისთვის უფასო ავტობუსები დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი