ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა ეკოციდთან და ადამიანურ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომელიც კახოვკის ჰესზე რუსულმა ტერაქტმა გამოიწვია. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ მასშტაბში უნდა იცავდნენ სიცოცხლეს, ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამაშველო მისიის ფორმირებას და გაგზავნას, როდესაც ზოგიერთი მსოფლიო სუბიექტი ვერ ბედავს თუნდაც მკაფიო და ძლიერი განცხადებებით გამოსვლას, რომლებიც ამ მორიგ რუსულ სამხედრო დანაშაულს დაგმობდნენ, ტერორისტები უბრალოდ იკვებებიან მსოფლიოს ამ სისუსტით,  ამ გულგრილით - ეს მათ ამხნევებს  და ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს... ჩვენ ამას გადავლახავთ"

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი