
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევები მიმდინარეობს.
"კონტრშეტევით და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს", - თქვა მან, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალურად არ ისაუბრებს თუ რა ეტაპზე ან მდგომარეობაშია კონტრშეტევა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც 9 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინამ კონტრშეტევები დაიწყო.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რუსეთი გრძნობდეს, რომ დიდი დრო არ დარჩათ.
"საინტერესოა, რომ პუტინი ჩვენს კონტრშეტევებზე საუბრობდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა იგრძნოს [კონტრშეტევა. იგრძნოს, რომ დიდი დრო არ რჩება", - თქვა ზელენსკიმ.