10 ივნისს კონტრშეტევების დროს უკრაინულმა არმიამ ზაპოროჟიეს ოლქში ლოკალურ წარმატებებს მიაღწია - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 10 ივნისს უკრაინულმა ძელებმა ფრონტის სულ მცირე 10 რაიონში კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს.

უკრაინის აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის სპიკერზე დაყრდნობით, ISW წერს, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის ფრონტზე 1 400 მეტრამდე დაწინაურდნენ, გარდა ამისა, ISW-ის თქმით, რუსი სამხედრო ბლოგერები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის წინსვლაზე საუბრობენ.

ასევე ISW-ის ყოველდღიური მოხსენების თანახმად, 10 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში მიაღწიეს ლოკალიზებულ მიღწევებს ორიხივის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კონტრშეტევების დროს. მიუხედავად ამისა, რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ  რუსული ძალები ამ მხარეში წარმატებით იცავენ უკრაინის წინსვლის მცდელობებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი