რუსეთში აცხადებენ, რომ კალუგის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა 

გამოქვეყნდა:

რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორი, ვლადისლავ შაფშა Telegram-ზე წერს, რომ რეგიონის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა.

მისი თქმით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატები  ჟუკოვსკის რაიონში, სოფელ სტრელკოვკას მახლობლად ჩამოვარდა და წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მოგვიანებით კი შაფშამ დაწერა, რომ  მედინსკის ოლქში, ტყეში მეორე ჩამოვარდნილი დრონი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კალუგის რეგიონს არ აქვს საერთო საზღვარი უკრაინასთან, ის ბრაიანსკის და მოსკოვის რეგიონებს ესაზღვრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი