
თბილისში დღეს "გირჩი - მეტი თავისუფლების" რიგით მესამე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის წევრებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაამტკიცეს და მომავალი წლის არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.
გირჩი მეტი თავისუფლების მესამე ყრილობაა, სადაც იქნება ფორმალური ნაწილი და ფორმალური ნაწილის შემდეგ ჩვენ რაც გვინდა არის, რომ ამ ყრილობის ძირითადი დრო დავუთმოთ დისკუსიას და საუბარს, ჩვენს წევრებთან და მხარდამჭერებთან იმის თაობაზე, თუ სად ვართ ახლა, როგორ ვხედავთ მომავალს, მათ შორის, ამ პარტიის განვითარებას, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რა გამოწვევები არის... ამაზე გვინდა რომ გვქონდეს ღია დისკუსია, - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.