ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ძლიერ წვიმას 20 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ხიბერ-პახტუნხვას პროვინციის სხვადასხვა რაიონში, ძლიერ წვიმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 80-ზე მეტი.

"ჯერჯერობით 20 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა ხიბერ-პახტუნხვას პროვინციის სხვადასხვა რაიონში, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, - თქვა პაკისტანის სასწრაფო სამაშველო სამსახურის სპიკერმა ბილალ ფაიზიმ.

მისივე თქმით, 12 ადამიანი დაიღუპა ბანუს რაიონებში, ოთხი კარაკში, სამი ლაკი მარვატში და ერთი დერა ისმაილ ხანში. მსხვერპლთა უმეტესობა  კედლებისა და სახურავების ჩამონგრევამ იმსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი