"ირაყლი" | დაკავებები თეთრი ფურცლების გამო - სისტემა აქტივისტების ჯგუფის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ერთი შეხედვით კომიკური, მაგრამ ძალიან სახიფათო. სისტემას ისტერიული რეაქცია ჰქონდა მოქალაქეების ერთი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელმაც პრემიერის რუსული რიტორიკა და ეროვნული ინტერსების დამაზიანებელი ქმედებები სატირული ბანერებით გააპროტესტეს. ეს რეაქცია სულაც არ იყო მოულოდნელი, ეს სრულ თანხვედრაში იყო იგივე ღარიბაშვილის იმ სულისკვეთებასთან, რომლითაც თავის დროზე ბერას მაკრიტიკებელ არასრწულოვნებს "აკაჩავებდა". და თეთრი ფურცლების გამო ადამიანების დაკავება ასევე თანხვედრაშია დიქტატურის იმ რუსულ სახელმძღავნელოსთანაც, რომლსაც "ქართული ოცნება" მიჰყვება. 

ყველაფერი კი სამოქალაქო აქტივისტების ერთი მცირე ჯგუფით დაიწყო, რომელიც თავის თავს "ჯიუტს" უწოდებს და "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკას წელიწადზე მეტია გასაოცარი სიჯიუტით, უწყვეტად აპროტესტებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი