საქართველოს უკვე პირდაპირ მოიხსენიებენ იმ სახელმწიფოდ, რომელიც სავარუდო ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში და ამით ეხმარება პუტინს სისხლიანი ომის წარმოებაში. გასულ კვირას ეს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის იმ მაღალჩინოსანმა თქვა უმაღლესი ტრიბუნიდნა, რომელიც ბოლო წელიწადნახევარია სწორედ რუსეთის რეჟიმისა და მისი სამხედრო კომპლექსის სანქცირებაზე მუშაობს.
"ქართული ოცნების" მჭიდრო კავშირები რუსეთთან, სანქციებთან არშეერთება და ლარსის გამშვებ პუნქტზე მრავალკილომეტრიანი რიგები ეჭვებს ბუნებრივად აღძრავს და ახლა ამ ეჭვების გადასამოწმებლად ირკვევა რომ პსეციალური ჯგუფები ჩაერთნენ.
რუსეთის სამხედრო კომპლექსს კი ნამდვილად უჭირს. 50 წლის წინანდელი ტექნოლოგიები, სათადარიგო ნაწილების დეფიციტი, იმპორტირებულ ჩიპებზე ზედმეტად დამოკიდებულება და ამას დამატებული სრული იზოლაცია გარესამყაროსგან. არსებულ ვითარებაში უკვე დგას ნაწილების დეფიციტი, მათ შორის საბჭოთა წარმოების სამხედრო ბომბდამშენებისთვისაც კი.
რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გიყვებოდით იმაზე, რომ თბილავიამშენში, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი კონცერნი რუსულ სამხედრო გამანადგურებლების კომპანიასთან სუხოისთან თანამშრომლობდა. და ერთობლივი კომპანიაც კი ჰქონდათ დაფუძნებული, საქართველოში კი წამყვან პოზიციაზე პირდაპირ პრემიერ მინისტრის სიძე იყო დანიშნული.
ცოტა ხნის წინ ასევე რუსული პროპაგანდისტული მედია საუბრობდა იმაზე, რომ კრემლის მოკავშირე აფრიკული რესპუბლიკები აპირებს რუსეთს მის საკუთრებაში არსებული საბჭოთა ბომბდამშენები დაუბრუნონ, სათადარიგო ნაწილების სახით. საუბარია სუ-25-ებზე, რომელიც ყველაზე იაფია შესანახად, ყველაზე მეტი გაფრენის შესრულება შეუძლია და ნებისმიერ, თუნდაც უკვე პენსიაზე გასულ საბჭოთა მფრინავს შეუძლია მისი მართვა, პრიმიტიულობის გამო.
სწორედ ამიტომ ბოლო თვეებია რუსეთმა სუ-25-ების მოგროვება დაიწყო. სუ-35 და სუ-34, რაც უკვე ძალიან ბევრი დაკარგა რუსეთმა, ზედმეტად ძვირია და სამართავადაც სპეციფიკური. საინტერესო კი ის არის, რომ კონგოს რესპუბლიკის კუთვნილი სულ მცირე ერთ სუ-25-ს Post Factum-მა თბილისში მიაკვლია. საკითხავია, ახლა ამ ხომალდებს რემონტს უტარებენ და ისევ აფრიკაში დააბრუნებენ, თუ დამკვეთს სხვაგვარი ჩანაფიქრი აქვს.