ავსტრალიაში ავტობუსი, რომელსაც ქორწილიდან მგზავრები მოჰყავდა გზატკეცილზე ამოტრიალდა. შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
პოლიცია ავარიის მიზეზებს იძიებს. 58 წლის მძღოლი უკვე დაკავებულია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მცირე დაზიანებები მანაც მიიღო, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 25 მგზავრი საავადმყოფოშია. როგორც პოლიცია აცხადებს, შესაძლოა ავტობუსის ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანი იყოს მოყოლილი.