
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას აქვს იმედი რომ ევროკავშირში "სამართლიანი" გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
როგორც კალაძე ამტკიცებს, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს - ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, "რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ".
"მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი - ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს," - ამბობს კალაძე
მისივე თქმით, მას არ სურს რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობას იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაუჩნდეს.