აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში კატალიზატორების ექსპორტი შეჩერდეს. მისი თქმით, მთავრობა გამოსცემს ცალკე დადგენილებას, რომლითაც საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია.

"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ კარგად, რომ არის ეს გაუმართავი ავტომობილები, რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული, ე.წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელი არის კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების გატანა ქვეყნიდან. იმიტომ, რომ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს, და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი გამომწვევი პრობლემის. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ," - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატურ შემოწმებას და მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი