დღეს პრემიერმინისტრს შევხვდებით - პაველ ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ დღეს საღამოს პრემიერმინისტრს შეხვდება. ჰერჩისკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისგან მიწვევა საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა მიიღო.

"ვადასტურებ, რომ დღეს შევხვდებით პრემიერმინისტრს მისივე ინიციატივით. ჩვენ რეგულარულად ვმართავთ ასეთ შეხვედრებს, რადგან მიმაჩნია, რომ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა დიპლომატიურ კორპუსსა და მთავრობას შორის უნდა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური. განსაკუთრებით ახლა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება და ახლოვდება ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ ახალი მოხსენების გამოქვეყნების დრო. მე რამდენადაც გავიგე, პრემიერმინისტრთან მიწვევა ეხება საქართველოში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩს. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი იქნება იქ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა მოვა", - თქვა ჰერჩინსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი