
"თუ საქართველო წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი "ქართული ოცნების" კიდევ უფრო მზარდი რეიტინგისათვის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე საუბრობს.
გარდა ამისა, მდინარაძე ისევ იმეორებს ნარატივს, რომ ოპოზიციას კანდიდატუსის მიღება არ სურთ და მათი მიზანი, მხოლო საქართველოს ომში ჩართვაა.
"თუ საქართველო წელს მიიღებს კანდიდატი სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი "ქართული ოცნების" კიდევ უფრო მზარდი რეიტინგისათვის. კიდევ უფრო დიდი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მაყრი გარანტია "ქართული ოცნებისათვის", ამიტომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიტუაციურადაც აწყობს ეს "ქართულ ოცნებას". მაგრამ, ყველაზე ცუდი ვერსიის შემთხვევაში, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამის გაგონება ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობა, იმიტომ რომ მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება "ქართული ოცნების" წარმატებაში. არ უნდათ ამის გაგონება და ამიტომ ისინი და მათი პატრონები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პირად უბედურებად მიაჩნიათ, შემდეგ იციან, რომ "ქართულ ოცნებას" დიდხანს ვერაფერს ვერ მოუხერხებენ და აგუებენ საზოგადოებას, რომ თავად რასაც აფუჭებენ, ანუ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღონ, ეს დააბრალონ "ქართულ ოცნებას" და გამოიწვიო ქაოსი, არეულობა, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ამ ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წლებს ითვლის უკვე" - ამბობს მდინარაძე.