"საფუძველი პირველ დემარშს არ ჰქონდა, მეორე დემარშიც ასევე უსაფუძვლოა" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეორე დემარში საქართველო-რუსეთის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, პირველი დემარშის მსგავსად უსაფუძვლოა. 

მდინარაძის თქმით, თუ ისრაელში, თურქეთში და სომხეთში აქვს რუსეთს პირდაპირი ფრენები, მაშინ საქართველო არ უნდა იყოს გამონაკლისი

"გაგახსენებთ, პირველი დემარში იყო ფეიკის საფუძველი, იმიტომ რომ სტრასბურგმა ეს თქვა. არანაირი საფუძველი პირველ დემარშს არ ჰქონდა და გარკვეული უხერხულობა ამან შექმნა, მეორე დემარშიც ასევე უსაფუძვლოა. 

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ერევანში რომ გაფრინდება ადამიანი და იქიდან გადმოფრინდება ადამიანი, თუ პირდაპირ ჩამოფრინდება განსხვავებას რომელიმე თქვენგანი ხედავთ მაგაში? 

[...]

თუ ეს ყველაფერი ხდება თურქეთში, ჩვენს მეზობლებზე ვსაუბრობ, სომხეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, ნატოს პარტნიორ ქვეყანაზეა. ეს არის მთავარი არგუმენტები, არაფერი გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდა ამ ქვეყნის დაზიანება და ჩვენი ოპონენტების ნარატივების კიდევ უფრო გაშლა, ამას არ აქვს", - ამბობს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, მანვე განმარტა, რომ შეხვედრა ღარიბაშვილის ინიციატივით ხდება.  

აღსანიშნავია, რომ პრემიერისა და ელჩების შეხვედრას წინ უძღოდა ღარიბაშვილის მოულოდნელი შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი