ჩეჩტურმა ბატალიონმა "ახმატმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პირველი კონტრაქტი გააფორმა, - ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, უწყება ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმთან იმედს გამოთქვამს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება "ვაგნერისთვისაც".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ალექსეი კიმმა და რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის დირექტორმა ადამ დაშაევმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინსიტრმა, სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება, რომ რუსეთში, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ, თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმოს კონტრაქტი