"ვახშამი იყო" | ღარიბაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ვახშამი იყო" - ამის შესახებ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს. მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა მათ ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. 

ცნობილია, რომ შეხვედრა 2 საათზე მეტს გაგრძელდა, თუმცა რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა, უცნობია. 

"ვადასტურებ, რომ დღეს შევხვდებით პრემიერმინისტრს მისივე ინიციატივით. ჩვენ რეგულარულად ვმართავთ ასეთ შეხვედრებს, რადგან მიმაჩნია, რომ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა დიპლომატიურ კორპუსსა და მთავრობას შორის უნდა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური. განსაკუთრებით ახლა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება და ახლოვდება ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ ახალი მოხსენების გამოქვეყნების დრო. მე რამდენადაც გავიგე, პრემიერმინისტრთან მიწვევა ეხება საქართველოში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩს. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი იქნება იქ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა მოვა", - თქვა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი