"ქართული ოცნება" სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის უფლებების კიდევ უფრო გასაზრდელად ემზადება. მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით სუსს სრული კარტბლანში ეძლევა. უწყებას ვეღარ გააკონტროლებს ვერცერთი ორგანო. უსაფრთხოების სამსახური თავად გადაწყვეტს, რა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია გაიტანოს მაგალითად რუსეთში, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ საქართველოს გავლით ფარულად მოხდება ოკუპანტი ქვეყნისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენებს.