მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გააორმაგონ ძალისხმევა რეკომენდაციების შესასრულებლად - კალიურანდი შეფასებას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს მთავრობის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ შეფასებას აქვეყნებს. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე, რომელიც 8 ივნისს გაიმართა და რომელსაც დელეგაცია საქართველოდანაც ესწრებოდა. 

განცხადებაში ევროპარლამენტარი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს.

განცხადებაში საუბარია, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს ისეთ მთავარ მოთხოვნებს, როგორიცაა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. 

"გამოვთქვამთ შეშფოთებას დემოკრატიული რეფორმების, პროგრესისა და კანონის უზენაესობის ნაწილში. უარყოფითი განვითარებაა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მარცხი; მაშ შორისაა  პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხები. ამ კონტექსტში ჩვენ კვლავ ვიმეორებთ იმ პოზიციას, რომელშიც არის გამოხატული ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში, რომელიც მოიცავდა ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებას და მოუწოდებდა სასჯელის გადავადებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის; ასევე გაეთავისუფლებინათ მედიამენეჯერი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და საქართველოს პარლამენტს გააორმაგოს მათი ძალისხმევა, რომ მოგვარდეს ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა (პუნქტი3) დეოლიგარქიზაცია (პუნქტი5), მედია თავისუფლება (პუნქტი 7) და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა (პუნქტი 10)" - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი