
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 13 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით - 216 650;
ტანკი - 3 935;
ჯავშანტექნიკა - 7 642;
საარტილერიო სისტემა - 3 766;
სარაკეტო სისტემა - 601;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 363;
თვითმფრინავები - 314;
ვერტმფრენი - 300;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 309;
საკრუიზო რაკეტები - 1 183;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 473;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 511.