
უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ გასულ დღე-ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 26 სამხედრო შეტაკება მოხდა.
უწყების ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის მცველებმა მარინკას მიმართულებით 14 თავდასხმა მოიგერიეს.
ბოლო დღის განმავლობაში, რუსებმა ხარკოვში დაბომბეს საცხოვრებელი შენობები, რისთვისაც 2 საზღვაო ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 47-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
დაბომბვის შედეგად განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.