კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, იაბლონოვსკის ხიდთან, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Правда რუსულ Telegram არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნავთობის საცავიდან კვამლი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც შეიმჩნევა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი ლოკალიზებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი