კურსკის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინამ ოლქის 2 სოფელი დაბომბა

გამოქვეყნდა:

კურსკის ოლქის ხელმძღვანელი, რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ  სამშაბათს დილით რეგიონის ორი სოფელი დაიბომბა.

"დილიდან უკრაინის მხრიდან სასაზღვრო გლუშკოვსკის რაიონის სოფლები გლუშკოვო და ტეტკინო დაბომბეს. ამ დროისთვის ტეტკინოში დაზიანებულია ცხრა სახლი, მათგან ორს ცეცხლი გაუჩნდა. შეწყვეტილია გაზი და ელექტროენერგია. დაზიანებულია მანქანა, მსხვერპლი არ არის...

ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ტერიტორიის დაბომბვას“, - წერს გუბერნატორი ტელეგრამ არხში და ფოტოს აქვეყნებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი