მინდა მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, გილოცავთ, თქვენი ხმა ბრიუსელშიც კარგად ისმის - ბოჭორიშვილი

გამოქვეყნდა:

"მინდა მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა, იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციას შეადარებთ და ზედსართავ "რუსულს" ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც იმავე გამოსვლაში ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც გააკრიტიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი