კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "Кедр" ავრცელებს კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამ სხვადასხვა ადგილას აიღეს ნიმუში. შედეგად დადგინდა, რომ სოფელ ნოვაია დოფინოვკასთან მარილიანობის დონე ნორმაზე 2,7-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ხოლო დანარჩენ ორ სანაპიროზე მარილიანობის დონე 2,9-ჯერ უფრო დაბალი.
ეკოლოგისტი ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს იმან გამოიწვია, რომ კაშხლის აფეთქების შემდეგ ზღვას დიდი ოდენობით მტკნარი წყალი შეერია. მათივე ვარაუდით, შესაძლოა რომ ზღვაში ასევე შეერია კანალიზაციებიდან და ნაგავსაყრელებიდან გამონადენი ტოქსიკური ნივთიერებები.
ამასთან ერთად, სპეციალისტების შეფასებით, წყალში დიდია რკინის მოცულობაც, იგი 9-ჯერ აღემატება ნორმას.