
ხარკოვის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქში პარკებსა და ქუჩებს საბჭოთა სახელებს გადაარქმევენ და მათ მაგივრად რუსეთთან ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელებს დაარქმევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი Telegram-ზე ავრცელებს.
ტერეხოვის ცნობით, ქუჩებს მიენიჭებათ გეორგი ტარასენკოს, დმიტრო კოციუბაილის, ოლეგ ჰრომადსკის და ვლადისლავ ჩერნიხის სახელები.
სახელი გადაერქმევა "გორკის პარკსაც" და ის კულტურისა და რეკრეაციის ცენტრალური პარკი გახდება.
მერის განცხადებით, უკრაინელი გმირები იმსახურებენ რომ მათი სახელები მუდამ ახსოვდეთ ადამიანებს.
მისივე ცნობით, გადაწყვეტილებას საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.