ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს. დარბაზი თითქმის ცარიელია.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, ვეტო დაადო. 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

"ქართულ ოცნებაში" ზურაბიშვილის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებენ და ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. 

საქმე იმაშია, რომ ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში არ წარადგენს ფინანსთა მოქმედ მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც "ოცნება" ლობირებდა და ბანკის პრეზიდენტად ამზადებდა. ამის პასუხად, მმართველი პარტია კანონს ისე ცვლის, რომ ახალ ვიცე- პრეზიდენტად საბჭოში მისთვის მისაღები პირი დააწინაუროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი