
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, რუსების მეირ, კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ეპარქიის შვიდი ეკლესია დაზიანდა და დაიტბორა.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საინფორმაციო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტად კასპეროვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დაზიანდა, რადგან იქ წყალი თითქმის 2 მეტრს აღწევს.
„ეკლესია დატბორილია - წყალი ანგრევს როგორც თვით ეკლესიის შენობას, ასევე საეკლესიო ჭურჭელს, ავეჯსა და ხატებს. დაზარალდა ეკლესიის საცხობიც, რომელშიც დაზარალებული ხერსონელებისთვის პურს აცხობდნენ“, - ნათქვამია ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
მიტროპოლიტ ონოფრის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკვე დაიწყო კახოვკას ჰესის კაშხლის ნგრევით დაზარალებული ხერსონის მცხოვრებლების დასახმარებლად, შემოწირულობების შეგროვება.