ეროვნული ბანკი დაეცა - "ქართულმა ოცნებამ" სულ ცოტა ხნის წინ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ქვეყნის მეთაურის წინააღმდეგობის მიუხედავად კანონში ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა. ახლა თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არ მოაწერს კანონს ხელს, ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს და ახალი ნორმები ოფიციალურად ამოქმედდება. მთავარი ცვლილება კი რომლის მისაღებადაც მმართველი პარტია იბრძოდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაა.
კონფლიქტი პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ქვყნის მთავარი ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის გამო დაიწყო. "ქართული ოცნება" ამ პოსტზე ფინანსთა მოქმედ მინისტრს ლობირებდა, მაგრამ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილმა დაბლოკა. შედეგად ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტურია და პრობლემის გადასაჭრელად ოცნებამ ახალი კანონით ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შექმნა, რომელსაც თავადვე დანიშნავს და პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებასაც დააკისრებს.