ვადა იწურება. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად დრო აღარ რჩება სტრატეგიული პარტნიორები კი "ოცნების" ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევენ. ევროპარლამენტიდან უმწვავესი განცხადების საპასუხოდ ოლიგაქრიული რეჟიმი ღიად აფიქსირებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური კლანისთვის მოკავშირეების პოზიცია და შესაბამისად ევროკავშირის წევრობა არაფერს ნიშნავს.
"ოცნების" პროპაგანდის საპასუხოდ, მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის სახელით გაკეთებულ განცხადებაში პუნქტობრივად მიუთითებს რა ვალდებულება ეკისრება ქვეყანას და რეალურად რომელი რეკომენდაციებია ამ დროისთვის შესასრულებელი