საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭი ჯერ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს ეყარა, რომელიც ჩავარდა. მომხრე იყო 15 დეპუტატი, წინააღმდეგი -  26

ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა. მას მხარი 82-მა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო.

ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი