დიდ ბრტიტანეთში, ნოტინგემის ცენტრში 3 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის ორი სტუდენტია. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, დაინახა, როგორ წავიდა თეთრი ფურგონი ორი ადამიანისკენ.
„ქალი ბორდიურზე ახტა, მამაკაცი ჰაერში. ისეთი დაჯახება იყო, ვისურვებ არასდროს მენახა, ეს ნამდვილად შემაძრწუნებელია“, - თქვა თვითმხილველმა ჰაგიტმა.
პოლიციელების თქმით, მომხდართან დაკავშირებით 31 წლის მამაკაცია დაკავებული.
”ჩვენ შოკირებული და განადგურებული ვართ ამ ამბით და ჩვენი ფიქრები დაზარალებულებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა.” - აცხადებს პოლიცია
შემთხვევა ქალაქის ცენტრში 13 ივნისს, სამუშაო საათებში მოხდა.